ახალი ამბები
გორში საპოლიციო რეიდების ჩატარება დაიწყო
გორში, ბოლო დროს გახშირებული ქურდობისა და მისი მცდელობის ფაქტების გახშირების შემდეგ, საპოლიციო ,,რეიდები" დაიწყო. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა გვიან ღამით რამდენიმე მოქალაქე გაჩხრიკეს.

წუხელ ახალბაღის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს ფოტოსურათი გადაუღეს და მისი მონაცემები ჩაიწერეს. აღნიშნული მოქალაქე გურამიშვილის ქუჩაზე სავარაუდოდ ტაქსს ელოდებოდა. შსს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, საპოლიციო რეიდების შესახებ ოფიციალური ბრძანება შს მინისტრს ჯერ არ გამოუცია.

,,არანაირი რეიდები არ მიმდინარეობს. ბრძანება ამის შესახებ გამოცემული არაა" - აცხადებს შს სამინისტროს პრეს-სამსახური.

არსებობს თუ არა საპოლიციო კონტროლის დაწყების საჭიროება, ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ნოემბერსა და დეკემბერში მედიაში მაღაზიების, ფეიბოქსების და მანქანების დაზიანების ფაქტების შესახებ, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები