ახალი ამბები
ცხინვალში შეცვალეს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის წესი
მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა, აუცილებელია გააჩნდეთ სპეციალური საშვი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ახალი ნორმა მხოლოდ პირებზე ვრცელდება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიიდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში შედიან.

ცვლილება ცხინვალში ადგილობრივი მთავრობის მინისტრმა კაბინეტმა დაამტკიცა, საკითხის ინიციატორი კი უშიშროების კომიტეტის სამსახურის წარმომადგენელი ვასილ გულიევია.

გულიევის განცხადებით, მანამდე, მოქალაქეებს გამშვებ პუნქტზე, ე.წ. მესაზღვრეებისთვის უნდა წარედგინათ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი - პასპორტი, ან და სპეციალური საშვი. დღეს მოქმედი ნორმით, აუცილებელია საშვის ქონა. საშვს დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახური გასცემს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები