ახალი ამბები
გორის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი 1 თეთრით შემცირდა
2019 წლის 1 იანვრიდან გორის მოსახლეობა, 1 კბ.მ ბუნებრივი აირის გახარჯვის შემთხვევაში, გადაიხდის 56,999 თეთრს. დღეს მოქმედი ტარიფი კი, შეადგენს 57,011 თეთრს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ,,საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში" დღეს მიიღეს.

საქმე ეხება იმ აბონენტებს, რომლებიც ,,საქორგაზის" მიერ მიწოდებული აირის მომხმარებლები არიან. ,,საქორგაზი" წარმოადგენს ,,სოკარ ჯორჯია გაზის" შვილობილ კომპანიას.

,,სოკარ ჯორჯია გაზში" აცხადებენ, რომ გორის მოსახლეობა, სწორედ, ,,საქროგაზის" მომხმარებელია.

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი თვეში 400 კბ.მ აირს დახარჯავს, ის დღეს მოქმედი ტარიფით გადაიხდის 228.04 ლარს. ახალი ტარიფით კი, 227.9 ლარს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები