ახალი ამბები
საახალწლო სამზადისი ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლში
,,ჩემი ქმარი ყველა სურვილს მისრულებდა. მე და ჩემი მეუღლე ნაძვის ხეს ერთად ვრთავდით ხოლმე" - იხსენებს თინათინ ელკანაური, რომელიც დღეს ხანდაზმულთა სახლში ცხოვრობს. სოფელ ხურვალეთში მას საკუთარი კუთხე აქვს მოწყობილი. იქ პარფიუმერია უწყვია.

,,სახლიდან წამოვიღე ნაძვის ხის საჩუქრები. მინდოდა აქ მე თვითონ მომერთო და მიმეღო მონაწილეობა. პარფიუმერიის კუთხე კი მაშინ გავაკეთე, როცა აქ პირველად მოვედი" - ამბობს თინათინ ელკანაური.

მაყვალა ჟუჟნიაშვილი კი იხსენებს, რომ ყოველ საახალწლო სუფრაზე თამადობდა. სტუმრების თუ მასპინძლების განწყობას თავად უზრუნველყოფდა:

,,შემოვუსხდებით ხოლმე გოგოები, მიდი და მიდი, ვმხიაულობდით და ვცეკვავდით. ახლა მინდა, რომ კარგად შევხვდე, მაგრამ ფეხები აღარ მივარგა" - ამბობს მაყვალა ჟუჟნიაშვილი.

,,ჩემი შვილი მალე ჩამოსულიყვეს" - ნატრობს მარიამ წიკლაური.

ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელი ლუდა სალია ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით წელს მოხუცები ნაკლებად გამოთქვამენ იმ სურვილებს, რაც საახალწლოდ გააჩნიათ. 2017 წლის დეკემბერში მათ მიერ დაწერილმა წერილები თითქმის მთელმა საქართველომ წაიკითხა. რეგიონებიდან და დედაქალაქიდან სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები საჩუქრებით ჩავიდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები