ახალი ამბები
გორის კეთილმოწყობის სამსახურში 70 ტონა ტექნიკური მარილი შეიძინეს
27 დეკემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა ღამით 0 გრადუსის ქვევით იქნება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მაგალითად, 29 დეკემბერს ღამით ტეპერატურა -4 გრადუსამდე დაეცემა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ყინვები იანვარშიც შენარჩუნდება.

გორის კეთილმოწყობის სამსახურმა 12 დეკემბერს 70 ტონა ტექნიკური მარილი უკვე შეიძინა. ისინი ირწმუნებიან, რომ ნალექიან ამონდებს მომზადებული შეხვდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები