ახალი ამბები
გორის სკოლის მოსწავლეებს უჩვენეს ფილმი ,,ჯიოვანი და წყლის ბალეტი"
,,სკოლაში ბავშვები დამცინიან, რომ გოგოების სპორტზე დავდივარ. ზოგჯერ ძალიან ვბრაზდები, რომ ჩემპიონატზე მხოლოდ გოგოები მიდიან. დანებება არასდროს მიფიქრია" - ასე იწყება ფილმი, რომელიც გორში მოსწავლეებს მეგობრობის ხიდი ქართლოსის ოფისში უჩვენეს.

სათემოს სკოლის მოსწავლე ნათია მჭედლიძე ამბობს, რომ დისკრიმინაციას არა მხოლოდ გოგონები, არამედ ბიჭებიც განიცდიან. ეს კი ფილმში კარგად გამოჩნდა- განმარტავს ნათია. ფილმის მიხედვით, ჯიოვანი საბოლოოდ წარმატებებს აღწევს სპორტში.

,,ფილმი არის იმაზე, რომ ცხოვრებაში უნდა იყო მიზანდასახული, თორემ ჩვენს ოცნებებს და გზას ვერ გავიკვლევთ" - ამბობს ლუკა ყველაშვილი, გორის მეათე სკოლის მოსწავლე.

"ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით " პროექტის ფარგლებში მეგობრობის ხიდი ქართლოსის ორგანიზებით რიგით მეოთხე დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა გორში არტ კაფეში, ახალგაზრდებმა ასტრიდ ბუსინსკის ფილმი "ჯიოვანი და წყლის ბალეტი" ნახე,ს რომლის ძირითადი თემები: გენდერული სტერეოტიპებს, დისკრიმინიაციას და ადამიანის უფლებებს ეხება.

,,ფილმების ჩვენებების მიზანი მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობის გაძლიერებაა, რათა მათ პრაქტიკაში გამოიყენონ დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლე­ბის მეთოდოლოგია.
აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ჩეხური საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია PEOPLE IN NEED . პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, TRANSITION პროგრამის ფარგლებში." - აცხადებს ლელა მაზმიშვილი, ორგანიზაციის წარმომადგენელი.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები