ახალი ამბები
გორის მერი: ,,კარგად მუშაობს ჩვენი პიარი"
გორის მერი კოტე თავზარაშვილი კმაყოფილია მერიის საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის მუშაობით. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა. მან ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და საუბარი სწორედ მედიასთან ურთიერთობით დაიწყო:
,,კარგად მუშაობს ჩვენი სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები. აწვიდან ჟურნალისტებს იმ ახალ ამბებს, რასაც ყოველდღიურად ვახორციელებთ. ასევე, ვანთავსებთ ვიდეო რგოლებს. გვაქვს კარგი საიტი და კმაყოფილი ვარ ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის გამო" - განაცხადა გორის მერმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები