ახალი ამბები
გორში სტალინის ქუჩაზე 70-წლამდე ასაკის ქალი მოკლეს
გორში სტალინის ქუჩაზე 70-წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა.

ვიზუალური დათვალიერებით, ქალბატონს თავში ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული.

მეზობლების თქმით, ის მარტოხელა იყო. შსს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს (მკვლელობა).

,,ეს ქალი მარტო ცხოვრობდა. შვილი ურეკავდა ხოლმე. რომ აღარ უპასუხა, ჩამოვიდა და ამ მდგომარეობაში ნახა. ორი დღის წინ, ბაზარში ვნახე, ნიგოზს ყიდულობდა" - აცხადებენ მეზობლები.

როდის გარდაიცვალა ქალი, ამის თაობაზე, პასუხს ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. კრიმინალისტიკის სამსახურის თანამშრომლები ბინაში პირბადით მუშაობენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები