ახალი ამბები
პოლიციამ გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო
სტალინის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ qartli.ge-ს სამინისტროდან აცნობეს.

დღეს დილით 74-წლის ქალი ბინაში გარდაცვლილი ნახეს. ვიზუალური დათვალიერებით, ექსპერტებმა ნახეს, რომ ქალს თავი ჰქონდა გატეხილი.

,,ეს ქალი მარტო ცხოვრობდა. შვილი ურეკავდა ხოლმე. რომ აღარ უპასუხა, ჩამოვიდა და ამ მდგომარეობაში ნახა. ორი დღის წინ, ბაზარში ვნახე, ნიგოზს ყიდულობდა" - აცხადებენ მეზობლები.

როდის გარდაიცვალა ქალი, ამის თაობაზე, პასუხს ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. კრიმინალისტიკის სამსახურის თანამშრომლები ბინაში პირბადით მუშაობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები