ახალი ამბები
მკვლელობის ადგილზე ძაღლი მიიყვანეს
სტალინის ქუჩაზე, სადაც თავგატეხილი ქალი იპოვეს გარდაცვლილი, ძაღლი მიიყვანეს.

კრიმინალისტიკის სამსახურის თანამშრომლები იმ ბინაში მუშაობას აგრძელებენ, სადაც ქალი გარდაცვლილი ნახეს. 74-წლის ქალს თავში ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

,,ეს ქალი მარტო ცხოვრობდა. შვილი ურეკავდა ხოლმე. რომ აღარ უპასუხა, ჩამოვიდა და ამ მდგომარეობაში ნახა. ორი დღის წინ, ბაზარში ვნახე, ნიგოზს ყიდულობდა" - აცხადებენ მეზობლები.

როდის გარდაიცვალა ქალი, ამის თაობაზე, პასუხს ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები