ახალი ამბები
გორში 20 000 ლარამდე თანხის მოპარვის ფაქტი ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა
,,ფეიბოქსიდან არაა მოპარული 20 000 ლარი. არც იმის ნახევარი და არც მაგ ნახევართანაა ახლოს" - განუცხადა qartli.ge-ს შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა. მისი თქმით, უმჯობესია, თანხის ოდენობა ფეიბოქსის მეპატრონემ დაასახელოს.

20 000 ლარამდე თანხის გატანის შესახებ ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკამ" საკუთარ წყაროზე დაყრნობით გაავრცელა. qartli.ge დაუკავშირდა სწრაფი ჩაირცხვის აპარატის მესაკუთრეს, სააქციო საზოგადოება ,,ოპპას", რომელიც საქართველოში ცნობილი კომპანიის ,,ნოვა ტექნოლოჯის" ბაზაზე დაფუძნდა. აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წლის მფლობელი ჩეხური კომპანია ,,ენერგო პრო ეი.ეს"-ია.

,,მადლობა ინფორმაციისთვის. აუცილებლად გადავცემთ შესაბამის ორგანოებს" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ოპპაში". მათთვის ცნობილი არ იყო ქურდობის ფაქტი და აღნიშნეს, რომ პოლიციას შეატყობინებენ.

შს სამინისტროს პრეს-სამსახური ამტკიცებს, რომ ,,ნიკორას" სუპერმარკეტთან ქურდობის ფაქტი ნამდვილად მოხდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები