ახალი ამბები
გორში ახალი წლის ღამეს 326 ფოიერვერკს გაისვრიან
ახალი, 2019 წლის პირველ ღამეს გორის ცენტრში 326 ფოიერვერკს გაისვრიან. ამის შესახებ qartli.ge-ს ინდმეწარმე გიორგი აბრამიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მისი ორგანიზაციის წარმომადგენლები პირადად დაამონტაჟებენ სისტემას და გასროლა, სწორედ, ქალაქის ცენტრიდან მოხდება:

,,მე შევთავაზე, რომ უმჯობესი იქნებოდა გორის ციდიდან მომხდარიყო ფოიერვერკების გაშვება. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი იქნებოდა, მაგრამ მითხრეს, რომ ქალაქის ცენტრში ჯობდა" - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

გორის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელობამ სხვადასხვა კალიბრის ასაფეთქებელი ნივთიერებები უკვე შეიძინა, რაშიც 3000 ლარი დაჯდა. ფოიერვერკის გაშვებამდე ქალაქის მთავარ მოედანზე საზეიმო კონცერტი გაიმართება. კონცერტი 19 საათზე დაიწყება. მაყურებლის წინაშე ბენდი ,,ქიმერა" და 5 სოლო მომღერალი წარსდგება.

ბენდის ჰონორარია 3750 ლარი, საშემოსავლოს ჩათვლით, ხოლო სოლო მომღერლები: თინათინ ჭულუხაძე, თამარ კაკალაშვილი, ანი შიოშვილი, ემზარ იორამაშვილი და მაკა სირბილაძე ჰონორარს 500-500 ლარს მიიღებენ საშემოსავლო ჩათვლით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები