ახალი ამბები
საახალწლო ბაზრობა გორში - სანაპიროზე მოძრაობა შეზღუდულია
გორში, მდინარე ლიახვის გასწვრივ, ,,26 მაისის სანაპიროზე" მოძრაობა შეზღუდულია. საახალწლო ბაზრობის გამო ავტომანქანებს გადაადგილება უჭირს. 

ლიახვის სანაპიროზე მდებარეობს ,,21-ე საუკუნის" ბაზარი. ბაზრის გარდა, დახლები ,,ლომჭაბუკის" სკვერშიც გაშალეს. პროდუქტი იყიდება ასევე ავტომანქანებიდან. 

,,ხალხი მაინც ლომჭაბუკთან მოდის, იმიტომ, რომ პროდუქტი მაინც აქ მოაქვთ" - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე. მისი თქმით, სპეციალური საახალწლო ბაზრობა, რომელიც მდინარე მეჯუდას სანაპიროზე გოგებაშვილის ქუჩაზე გააწყეს, არავინ მივიდა:

,,იქ ძალიან სისუფთავეა, მოწესრიგებულია ყველაფერი, თუმცა მაინც აქ გაშალეს დახლები ლომჭაბუკის სკვერში, სადაც ტალახია" - განმარტავს იგი.

1. ფოტოზე: ბაზრობა ,,ლომჭაბუკთან"




2. ფოტოზე: ბაზრობა გოგებაშვილის ქუჩაზე

Print

სტატიის გამოყენების პირობები