ახალი ამბები
ავარია ავტობანზე - დაშავდა ერთი ადამიანი
მდინარე ლიახვის გზაგამტარზე ერთმანეთს ,,ტოიოტასა" და ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. მას სამედიცინო დახმარება არ დაჭირდა.

ორივე ავტომანქანა 1 იანვარს თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. მათ გორის გვირაბის გავლის შემდეგ ერთმანეთს გვერდი ვერ აუქციეს. შეჯახება დაღმართზე მოხდა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყეს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები