ახალი ამბები
გორში გრიპის ვირუსით 39-წლის ქალი გარდაიცვალა
დღეს, გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედიში" 39-წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც გრიპის ვირუსით იყო დაინფიცირებული. სამედიცინო ცენტრის პრეს-სამსახურის, ია თინიკაშვილის ცნობით, ქალბატონი წუხელ გვიან ღამით გორის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს.

,,ქალბატონის მდგომარეობა მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - აღნიშნავს ია თინიკაშვილი. მისი განმარტებით, გვაქვს თუ არა საქმე ღორის გრიპთან, ეს ლაბორატორიული ექსპერტიზით (ლუგარის ცენტრში) უნდა დადგინდეს.

ჰოპიტლის პრეს-სამსახური შოთა ჩილინდრიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქალბატონის მდგომარეობა გართულდა, თერაპიულმა განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება მართვით სუნთქვაზე გადაყვანის თაობაზე.

,,ვინაიდან ჩვენთან ეს ხელსაწყო არ არის, გადავწყვიტეთ, რომ გორმედში გადაგვეყვანა" - აღნიშნავს შოთა ჩილინდრიშვილი. ჰოსპიტლის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე ვერ გვეტყვის, თუ როდის შეიყვანეს პაციენტი ჰოსპიტალში და რა სახის გართულებით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები