ახალი ამბები
3-13 იანვარს გორის თეატრში ბავშვებს ,,ჩექმებიანი კატა" უმასპინძლებს
,,შარლ პეროს პიესის მიხედვით დადგმული წარმოადგენა "ჩექმებიანი კატა" იქნება საახალწლო დღეებში ერისთავის თეატრის მაყურებლის მასპინძელი."

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თეატრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საახალწლო წარმოადგენა 3 იანვრიდან - 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება, ყოველდღე 12 საათზე.

სპექტაკლი მოწვეულმა რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ დადგა
. ბილეთის ფასია 5 ლარი. ბილეთი საჩუქარით 10 ლარი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები