ახალი ამბები
შსს: ,,ახალი წლის ღამეს ,,საიგას" გამოყენების ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს"
გორში, ახალი წლის ღამეს, მსოფლიო ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ნახევრადავტომატური იარაღიდან (საიგა) გაისროლა. ვიდეომასალის მიხედვით, საახალწლო გასროლა აღმაშენებლის გამზირზე განახორციელა.

ამის ამსახველი ვიდეომასალა ,,აჭარასპორტზე" გამოქვეყნდა.

ვიდეომ სოციალური ქსელი დაიპყრო. შსს სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოკვლევა:

,,სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. შედეგები საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი" - აცხადებს შსს-ს პრეს-სამსახური.

საიგა - ნახევრადავტომატური საბრძოლო იარაღია და სამონადირეო მაღაზიებში იყიდება. გენო პეტრიაშვილის ძმის განცხადებით, ,,საიგა" რეგისტრირებულია, ხოლო მისმა ძმამ გამოიყენა ფუჭი ვაზნები, ისმოდა მხოლოდ გასროლის ხმა და საფრთხეს არ წარმოადგენდა მოქალაქეებისთვის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები