ახალი ამბები
66-წლის მამაკაცი ბედნიერია, რომ პიროტექნიკა შვილიშვილის ნაცვლად მას აუფეთქდა
გორის სამედიცინო ცენტრში ,,გორმედი" 66-წლის მამაკაცი მკურნალობას აგრძელებს. ის პირველ იანვარს ზედა კიდურების მწვავე მოტეხილობით საღამოს საათებში მიიყვანეს.

,,გორმედის" წარმომადგენლის ცნობით, მამაკაცს თითების ამპუტაცია (მოკვეთას) არ დაჭირდა: ,,ფაქტობრივად, ააწყეს ქირურგებმა მტევანი" - აცხადებს ,,გორმედის" წარმომადგენელი.

სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს მამაკაცმა განუცხადა, რომ ბედნიერია, რადგან პიროტექნიკა მას აუფეთქდა და არა შვილიშვილს. პიროტექნიკის გამოყენებას სწორედ შვილიშვილი აპირებდა.

1-ელ იანვარს ,,გორმედში" სულ 5 პაციენტი მიიყვანეს. აქედან 4 ბავშვი შუაღამეს, ახალი წლის დადგომიდან ერთ საათის ფარგლებში, ხოლო 66-წლის მამაკაცი - საღამოს.

,,რაც შეეხება ბავშვებს, მათ სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, ზოგს ტანზე, ზოგს სახეზე. ყველა მათგანი იმავე დღესვე გაწერეს სახლში" - აცხადებენ გორმედში.

როგორც ცნობილია, 2018 წლიდან, აკრძალულია პიროტექნიკის მიყიდვა არასრულწლოვნებისთვის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები