ახალი ამბები
გორში კომბინატის ერთ-ერთ კორპუსის სარდაფში ხანძარი გააჩინეს
წუხელ 2 საათზე კომბინატის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ხანძარი გაჩნდა. კვამლმა, თავდაპირველად, შენობის პირველ სართულზე მცხოვრებ ოჯახებში შეაღწია.

ცეცხლი საერთო სარდაფის სამ წერტილში  იყო გაჩაღებული, რის გამოც შემთხვევითობა გამორიცხეს.

კორპუსის მცხოვრებლებმა შსს-ს საინფორმაციო ცენტრს 112-ს შეატყობინეს. ძლიერი დაკვამლიანების გამო პოლიციამ სახანძრო ბრიგადა გამოიძახა.

,,სარდაფი არ იკეტება. მუდმივად ღიაა. ჩვენ ვერ შევძელით ჩასვლა, ძალიან ძლიერი კვამლი იყო. პირველ სართულზე ამოაღწია და სულ ბოლით გავივსეთ. მეხანძრეები რომ ჩავიდნენ, ნახეს რომ ცეცხლი სამ ადგილზე ეკიდა. მაშინვე თქვეს, ეს შემთხვევით გაჩენილი არ იქნებაო" - ამბობს კორპუსში მცხოვრები.

შსს-მ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. მეხანძრეებმა მათ სარდაფიდან ამოტანილი დამწვარი ლეიბები აჩვენეს.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს არაერთხელ სთხოვეს ჭიშკრის შესაძენად ღონისძიებების გატარება. პოლიციელები ვარაუდობენ, რომ სარდაფი თავშესყრის ადგილს წარმოადგენს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები