ახალი ამბები
გორის მერია 49 ადგილზე მიწებს და შენობებს ყიდის
2019 წლის დასაწყისში გორის მერია საპრივატიზაციოდ 49 ერთეულ მიწის ნაკვეთს და შენობა-ნაგებობას აუქციონზე გაიტანს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიის ეკონომიკურ სამსახურში მიიღეს.

საპრივატიზაციო ნუსხა დასამტკიცებლად გორის საკრებულოს წევრებს გაუგზავნეს. 49 ერთეულიდან 37 ტერიტორია ქალაქ გორში მდებარეობს.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერს არ აქვს დაგეგმილი უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში დასამატებლად წარმოდგენილი მიწის ნაკვეთების რაიმე მიზნით გამოყენება, ხოლო ამ ტერიტორიების პრივატიზების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შეივსება მათი ღირებულების შესაბამისი თანხით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს მიზანშეწონილად მიაჩნია მოხდეს აღნიშნული მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია." - აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

საპრივატიზაციო ნუსხის შესახებ ოპოზიცია საკუთარ მოსაზრებას 11 იანვრის საკრებულოს სხდომაზე დააფიქსირებს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები