ახალი ამბები
გორში გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიან აქციაზე დეკემბერში 740 მოქალაქე აიცრა
2018 წლის დეკემბერში ჩატარებულ ერთდღიან აქციაზე, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციით, გორში, 740 მოქალაქე აიცრა. გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, მათ შორის აიცრა მცირე ბავშვთა სახლის 9 ბენეფიციარი, 425 სამედიცინო პერსონალი, ,,ც""ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართული 83 პიროვნება, დიალიზზე მყოფი 30 ბენეფიციარი და 4 ორსული.

,,რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა მოქალაქეს შეეძლო უფასოდ აცრილიყო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. გრიპის სეზონის დადგომასთან ერთად აქტიური ეპიდზედამხედველობა დამყარდა ზემო სასუნთქი გზების ინფექციებზე. ხდებოდა შემთხვევების შესახებ ყოველკვირეული ინფორმაციის მიღება, როგორც ადგილობრივი, ასევე შ/ქართლის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებიდან და ყოველთვიურად ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისათვის." - აღნიშნავენ ჯანდაცვის ცენტრში.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების ცნობით, სეზონის დადგომამდე გრიპის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ რისკ ჯგუფებში ჩაატარეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები