ახალი ამბები
37 ახალი შემთხვევიდან გორში ტუბერკულიოზი 4 მოსწავლეს დაუდგინდა
გორის სამედიცინო ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 2018 წელს, გორის მუნიციპალიტეტში 4 მოსწავლეს ტუბერკულიოზი დაუდგინდა. საერთო ჯამში, ჯანდაცვის ცენტრმა ტუბერკულოზის 32 ახალი შემთხვევა დააფიქსირდა.

ამავე ცენტრის ცნობით, 7-მა პაციენტმა მკურნალობა შეწყვიტა. გარდაცვალების შემთხვევა ტუბ პაციენტებში არ დაფიქსირებულა.

,,4 შემთხვევაში ტუბ პაციენტი აღმოჩნდა სკოლის მოსწავლე. ყველა შემთხვევაში ჩატარდა ეპიდკვლევა. მოხდა კონტაქტირებულების რეფერალი ლატენტურ/აქტიურ ტუბერკულოზზე დიაგნოსტიკური კვლევისათვის. კონტაქტირებულებში ერთ შემთხვევაში გამოვლინდა ტუბერკულოზი. დაფიქსირდა მკურნალობის შეწყვეტის 7 შემთხვევა. პაციენტები მოძიებული იქნა მათი მკურნალობაში ხელახალი ჩართვის მიზნით" - აღნიშნავს მარინა გიუნაშვილი, ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი.

qartli.ge გასულ 2017 წელს წერდა, რომ გორის მუნიციპალიტეტში ტუბერკულიოზის 64 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ხოლო ტუბერკულოზით ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.

ტუბერკულიოზით დაავადებებს შორის, ყველაზე მეტად ფილტვის ტუბერკულიოზია გამრავლებული. შიდა ქართლში საერთო შემთხვევებიდან 2016 წელს 134 იყო ფილტვის ტუბერკულიოზი.

ტუბერკულოზის მძიმე ფორმა, ,მგბ+“, 2017 წელს, გორის მუნიციპალიტეტში 17 ადამიანს აღმოაჩნდა (10 რაიონიდან და 7 ქალაქიდან).
Print

სტატიის გამოყენების პირობები