ახალი ამბები
ახალგაზრდა მეწარმე გორის რაიონიდან
გიორგი ნაოჭაშვილი არის ახალგაზრდა მეწარმე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისიდან. მისი მიზანია აწარმოოს ჯანსაღი, სანდო და ხარიასხიანი ღორის ხორცი, რომელიც მთლიანად მორგებული იქნება მომხმარებელზე და მათ კმაყოფილებაზე ფასითაც და ხარისხითაც.

ახალგაზრდა მეწარმის სურვილია განავითაროს თავისი ფერმა და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და ღორის ხორცით მოამარაგოს ადგილობრივი ბაზარი და სასურსათო მაღაზიები.

გიორგი ნაოჭაშვილმა, USAID/Georgia -ს პროგრამის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა -ს (Yes Georgia) ფინანსური მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად განადგურებული საოჯახო ბიზნესი ღორების ფერმა აღადგინა.

პროგრამა Yes Georgia ხორციელდება 2015 წლის სექტემბრიდან Crystal Fund/ფონდი კრისტალი -ს მიერ CRYSTAL JSC MFO -სთან და PH International / Georgia Office-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შემოუერთდა Junior Achievement Georgia. 

პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID/Georgia .
Print

სტატიის გამოყენების პირობები