ახალი ამბები
გორში ,,ახალ ჭალაში" სასტუმრო აშენდება
გორის მერია, ახალ ჭალის დასახლებაში მიწის ნაკვეთს, სასტუმროს მშენებლობის მიზნით, ყიდის. ამის შესახებ qartli.ge-ს საკრებულოდან აცნობეს.

საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ის ტერიტორიაც მოხვდა, რომელიც რაგბისა და სპორტის სასახლეს შორის მდებარეობს. მიწის საერთო ფართობია 543 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საწყისი ღირებულება 37 800 ლარს შეადგენს.

,,მიწის პრივატიზაციიდან ორი წლის განმავლობაში უნდა მოეწყოს ახალი სასტუმროს მშენებლობა" - აღნიშნულია პირობიან აუქციონზე გასატან ობიექტების ნუსხაში.

qartli.ge არკვევს იმ პიროვნების ვინაობას, ვისაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა სურს. მიწის გაყიდვამდე მერიას საკრებულოს წევრებისგან თანხმობა ჭირდება.

qartli.ge გასულ 2017 წელს წერდა, რომ ჭალის დასახლებაში (ოღონდ სხვა ტერიტორიაზე) მიწის ნაკვეთი, 5 000 კვ.მ-ზე მეტი ფართობით, 18-წლის ინვესტორს სურდა. აღნიშნული პროექტი მაშინ საკრებულოს წევრებმა ჩააგდეს.

იხ. ქვემო ფოტოზე ის მიწის ნაკვეთი, რომელიც სასტუმროს მშენებლობისთვის იყიდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები