ახალი ამბები
ბიისის ჩანჩქერი უკვე იყინება
მდინარე ტანას ხეობაში სოფელ ბიისთან მდებარე ჩანჩქერი უკვე იყინება. ამის შესახებ qartli.ge-ს გორის ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა თამაზ მაყაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბიისის ჩანჩქერთან გუშინ მოლაშქრეთა კლუბის წევრები - მამუკა ნადირაძე (სკიპი), ლაშა მაისურაძე და ზაზა ცერცვაძე იმყოფებოდნენ. ლაშა მაისურაძის გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ჩანჩქერი მეკლდეურებისთვის ჯერ მზად არაა:

,,სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს თითქმის მთლიანად გაიყინება ჩანჩქერი. ჩვენი ექსპედიციის წევრები ერთი კვირის შემდეგ კვლავ წავლენ ბიისში და გაეცნობიან ვითარებას" - აცხადებს თამაზ მაყაშვილი.

გორის ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები ბიისის ჩანჩქერზე ტურის მოსაწყობად საგანგებოდ ემზადებიან. წლების განმავლობაში ზამთრის პერიოდში ამ ჩანჩქერთან ორგანიზაცია ,,ტონთიოს" წევრები იყრიდნენ თავს. ექსპედიციის წევრები ამბობენ, რომ ჩანჩქერი ძირითადად თებერვალშია გაყინული, თუმცა იმედი აქვთ, რომ იანვრის ბოლოსაც მზად იქნება ვიზიტორებისთვის.

ჩანჩქერი მთებს შორისაა მოქცეული და ზამთარში მზის სინათლე თითქმის არ აღწევს.

ლაშა მაისურაძის ფოტოები.







Print

სტატიის გამოყენების პირობები