ახალი ამბები
105 შშმ ბავშვის მონაწილეობით გორში საახალწლო კონცერტი გაიმართა
საახალწლო ზეიმზე მონაწილეობა გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა შშმ პირებმა მიიღეს. კონცერტთან ერთად მოზარდებმა სპექტაკლი ,,რწყილი და ჭიანჭველა" დადგეს. სცენარში საცეკვაო ნომრები იყო გათვალისწინებული.

ორგანიზაცია ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი თინა ბრეგვაძე ამბობს, რომ ცენტრს უდიდესი დახმარება თეატრის მსახიობებმა - კობა კოპაძემ და ხათუნა დალაქიშვილმა გაუწიეს. საცეკვაო ნომრები კი ცეკვის მასწავლებლის, მარიამ მელაძის დახმარებით წარადგინეს.

,,ისეთი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, რომ შოკოლადივით ვერ ვანებებ მათ თავს. მე მათ ჩემ შოკოლადებს ვეძახი" - ამბობს მარიამ მელაძე. თინა ბრეგვაძის თქმით, საახალწლო ღონისძიებაზე სულ 105-მა ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა:

,,ეს არის ფაქტობრივად ჩვენი წლიური შრომის შედეგების პრეზენტაცია. აქ ვართ მთლიანად რეგიონიდან გაერთიანებული და გარკვეული ანგარიშიც ჩავაბარეთ საზოგადოებას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობს გორის მერია. ამიტომ, სპეციალური სიგელი მათ გადავეცით" - ამბობს თინა ბრეგვაძე.

გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში კომბინატის დასახლებაში მდებარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები