ახალი ამბები
ჩაბნელებული საკათედრო ტაძარი ნიქოზში - ,,მეუფე არავის აწუხებს"
ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის საკათედრო ტაძარი ჩაბნელებულია. შობის დღესასწაულეზე მომლოცველებმა ეზო ფარნებით გაიარეს. არაა განათებული სამრეკლო, სადაც საშობაო ლიტურგიის შემდეგ ზარები უნდა დარეკილიყო.

ადგილობრივების ცნობით, მეუფე ისაია არავის აწუხებს. შესაბამი ელექტროსისტემის მონტაჟის შემთხვევაში, უძველესი ტაძარი საოცრად იქნება განათებული.

შიდა ქართლში მოქმედ ეპარქიებში ყველა საკათედრო ტაძარი და რეზიდენცია განათებულია. განსაკუთრებით, გორისა და ქარელის ეპარქიების რეზიდენციები. ნიქოზის საკათედრო ტაძრის გვერდით, ასევე, მდებარეობს მეუფის რეზიდენცია.

1. ფოტო. დიდი ხანია განათებულია გორის საკათედრო ტაძარი
.



განათებულია სამთავისისა და კასპის ეპარქიის ერთ-ერთი უძველესი მთავარი ტაძარი - სამთავისი.



მაგალითად, 2018 წლის 4 მარტს, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ 8 ათასი ლარი გამოყოფო ეპარქიის რეზიდენციის გარეგანათების მონტაჟისთვის.




ნიქოზის ეკლესია, რომელიც მხოლოდ დღისით ჩანს.





ამავე თემაზე:

ნიქოზში საშობაო ლიტურგია მეუფე ისაიას გარეშე ჩატარდა - მიტროპოლიტი ოკუპირებულ ახალგორის რაიონშია

Print

სტატიის გამოყენების პირობები