ახალი ამბები
გორის პედაგოგიური ინსტიტუტის თაობა 35 წლის შემდეგ
ისინი ერთმანეთს 35 წლის წინ - 1983 წელს დაშორდნენ. ჯგუფის 35 სტუდენტიდან  33 კურსდამთავრებული პედაგოგი გახდა. ერთი კურსდამთავრებული კი, ჟურნალისტიკაში წავიდა.

გელა ჩხეიძე ამბობს, რომ ერთმანეთი სოციალური ქსელით იპოვეს:

,,ამას წინათ ძველი სურათი ვიპოვე, ჩემი სტუდენტობის. ძალიან მიყვარს ფოტოები. გავაზიარე ჩემს ფეისბუქ გვერდზე. მეგობრებში სულ 4 კურსელი მყავდა. თავიდან იყო მოწონებები, რა კარგი სურათია და ა.შ. რამდენიმე დღეში ამ ფოტოთი მთელი ჩემი კურსი ვიპოვე. ყველამ ერთმანეთს სწორედ ამ ფეისბუქის საშუალებით გააგებინა" - ამბობს გელა ჩხეიძე.

1978-93 წლების კურსელები ერთმანეთს გორის უნივერსიტეტში შეხვდნენ. ერთმანეთი ოთარ ჩხეიძის სახელობის კაბინეტში მოიკითხეს. გაიხსენეს ისტორიები. კურსელებს შორის აღმოჩნდა რამაზ ქურდაძე, რომელიც ყოფილი პრორექტორის შოთა ქურდაძის შვილია. გელა ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ამ კურსს მისივე ძმა - პაატა ჩხეიძეც ასწავლიდა.

,,ჩვენ იმედია მომავალშიც შევიკრიბებით. ეს დღე დაუვიწყარი იქნება თითოეული მათგანისთვის." - ამბობს რამაზ ქურდაძე. იმ დღით კურსელებმა სასაფლაოზე იმ  ადამიანის საფლავი მოინახულეს, რომელიც ჯგუფს ნაადრევად გამოაკლდა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები