ახალი ამბები
ცხინვალში აეროპორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აეროპორტის მშენებლობა ეტაპობრივად განხორციელდება. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის რუსულენოვანი სააგენტო ,,სლოვო" ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი ცხინვალთან ახლოს აშენდება. ,,თავდაპირველად, აეროპორტი ტვირთების გადაზიდვას მოემსახურება" - აღნიშნულია სტატიაში.

აეროპორტის მშენებლობას, სააგენტოს ცნობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მნიშვნელოვან ფაქტად თვლიან, რადგან რუსეთთან ერთადერთი მაგისტრალი ხშირად იკეტება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

სხვა დეტალები, ,,სლოვოს" მიხედვით, უცნობია.

იმავე დღეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. ცხინვალში განაცხადეს, რომ რთული რელიეფური პირობების გამო დე-ფაქტო რესპუბლიკაში აეროპორტის მშენებლობა შეუძლებელია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები