ახალი ამბები
,,გორმედში" საგანგებო ბრიფინგს კლინიკის დირექტორი გამართავს
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ,,გორმედში" საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. ამის შესახებ qartli.ge-ს კლინიკის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სამედიცინო ცენტრში დღეს შიდა ქართლის გუბერნატორი ესტუმრება. 

7 იანვრის მონაცემებით, ,,გორმედის" ყველა კლინიკაში, რომელიც შიდა ქართლში მდებარეობს, გრიპის ვირუსით 101 პაციენტი მკურნალობს. ყოველდღიუად კი, ამბულატორიულ მომსხურებით 500-მდე პაციენტი სარგებლობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები