ახალი ამბები
გორის მერი გორელებთან SMS კონტაქტს იწყებს
გორის მუნიციპალიტეტის მერი კოტე თავზარაშვილი მთელი წლის განმავლობაში მოსახლეობას 425 000 სმს გაუგზავნის. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიაში 1 იანვარს მიიღეს.

ადმინისტრაციის ცნობით, კომპანია ,,მულტიმედიასერვისი" 1 წლის განმავლობაში მერიისსა და მოსახლეობის მობილურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, კოტე თავზარაშვილი გორელებს გაუგზავნის შეტყობინებებს ადგილობრივი საბიუჯეტო გადასახადების შესახებ.

,,რაც შეეხება ინფორმაციას მერიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ეს პრაქტიკა დანერგილი იყო გამგეობაში და მისი განხორციელება აღარ მოხდება" - აცხადებს მერის პრეს-სამსახური.

,,მულტიმედიასერვისი" სატელეფონო ნომრების ბაზას მერიისგან მიიღებს. თითო ,,სმს"-ის ღირებულება 0,008 თეთრი ეღირება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები