ახალი ამბები
,,გორმედის" ცნობით გრიპის ვირუსით პაციენტებს სხვა დაავადებები ურთულდებათ
,,გორმედში" ვითარება რთულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გრიპის ვირუსთან ერთად პარალელურად სხვა დაავადებებიც აღენიშნებათ. ამის შესახებ დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ცოტა ხნის წინ შიდა ქართლის გუბერნატორი კლინიკაში მივიდა და ,,გორმედის" წარმომადგენლებს შეხვდა.

კლინიკის დირექტორის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ორი პაციენტია გარდაცვლილი, რომელთაგან ღორის გრიპი მხოლოდ ერთს დაუდგინდა. მიმდინარეობს მეორე პაციენტის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა.

,,კლინიკაში" აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსით კიდევ ერთი პაციენტია მძიმე მდგომარეობაში.

,,კლინიკაში იმყოფებიან პაციენტები, რომლებსაც მაგალითად გულის პრობლემები აქვთ და ასევე ,,ც" ჰეპატიტი. მათ პარალელურად, გრიპის ვირუსი აღენიშნებათ." - აღნიშნავენ კლნიკაში.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის 7 იანვრის ჩათვლით, გრიპის ვირუსით საქართველოში 10-მდე პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები