ახალი ამბები
იანვარში გორის საბავშვო ბაღებში გაცდენები საპატიოდ ჩაითვლება
2019 წლის იანვრის თვეში გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრება იქნება. ამის შესახებ განცხადებას სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, მშობლებს, ბავშვების გაცდენების შემთხვევაში, ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა არ დაჭირდებათ.

,,გაცნობებთ, რომ ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად იანვრის თვეში სააღმზრდელო პროცესზე დასწრება თავისუფალია. იანვარში გაცდენილი დღეებისთვის ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა არ არის საჭირო." - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები