ახალი ამბები
ბაკურიანიდან დაბრუნებული 4 ახალგაზრდა მანქანით ხაშურთან გადავარდა
კურორტ ბაკურიანიდან დაბრუნებული 4 ახალგაზრდა სოფელ გომთან მანქანით გადავარდა. დაშავებული ახალგაზრდები ,,გორმედის" საავადმყოფოში მოათავსეს. 

სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლების ცნობით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ერთ-ერთი მათგანი - 20 წლის ბიჭი. დანარჩენი სამი სახლში გაწერეს.

წინასწარი გამოძიების მიხედვით, მძღოლს საჭესთან დაეძინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები