ახალი ამბები
გორის დეპუტატისა და მისი შვილის კომპანიებმა ერთმანეთთან ,,კონკურენტობა" შეწყვიტეს
,,იბოლია“ და ,,შარა“ გაერთიანდნენ ტენდერებში - გორის დეპუტატისა და მისი შვილის კომპანიებმა სტრატეგია შეცვალეს

გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძისა და მისი შვილის სამშენებლო კომპანიები ერთობლივად დააგებენ გზას მეტეხის დევნილთა დასახლებასთან.

მეტეხი-ქვემო გომის გზის 5,5 კმ-იანი გზის მონაკვეთის მოასაფალტების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხელშეკრულება კომპანია ,,შარა-იბოლიასთან“ (ასეა მითითებული ხელშეკრულების მხარეთა დასახელებისას) გააფორმა.

ტენდერის საწყისი ფასი შეადგენდა 3 მლნ 470 000 ლარს. ,,იბოლია-შარამ“ კი მიუთითა 2 მლნ 963 000 ლარი.

ტენდერში მონაწილეობას 3 კომპანია იღებდა, მათ შორის, მაკრახიძის ოჯახის მეგობრის კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“. მან საწყის ღირებულებას მხოლოდ 100 ლარი დააკლო და სამინისტროს გზის დაგება 3 მლნ 347 000 ლარად შესთავაზა.

რაც შეეხება კომპანიებს ,,შარას“ და ,,იბოლიას“, საოჯახო კომპანიების თაობაზე qartli.ge ჯერ კიდევ 2 წლის წინ წერდა. სტატიაში - ,,პარლამენტარისა და მერის ნათესავების დაპირისპირება ასფალტის ,,ბიზნესში"

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები