ახალი ამბები
გორში სტალინის გამოსახულებიანი დროშით მანქანა მოძრაობს
დღეს, გორში, მანქანა გამოჩნდა, რომელიც სტალინის გამოსახულებიანი წითელი დროშით მოძრაობს. მანქანას დაახლოებით 50-წლამდე ასაკის მამაკაცი მართავს.

საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენებას კრძალავს - “თავისუფლების ქარტია”, ქარტიის მე-7 მუხ­ლ­ის მიხედვით, საბჭოთა სიმბოლიკების საკითხს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში შექმნილი სპეციალური კო­მი­სი­ა სწავლობს.

კო­მი­სია წყვეტს, რო­მე­ლი ძეგ­ლი ან ბა­რე­ლი­ე­ფი წარ­მო­ად­გენს საბ­ჭო­თა ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის, კო­მუ­ნიზ­მის ან ფა­შიზ­მის სიმ­ბო­ლოს და დად­გე­ნი­ლი წე­სით მა­თი აღ­მოფხ­ვ­რის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რი კო­მი­სი­ის მი­თი­თე­ბას არ შე­ას­რუ­ლებს, ეს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევს. პირველ ეტაპზე, მოხდება დამრღვევის გაფრთხილება, მითითების შეუსრულებლობის შემდეგ კი გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ თუ­კი დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი და­ირ­ღ­ვე­ვა, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის სა­ფუძ­ველ­ზე სა­სა­მარ­თ­ლოს­თ­ვის მი­მარ­თ­ვის უფ­ლე­ბა არა მხო­ლოდ კო­მი­სი­ას, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს მი­ე­ცე­მა. კანონპროექტის ძირითადი არსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1481-2006 და 1096-1996 რეკომენდაციების გათვალისწინება და საქართველოს კანონმდებლობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან დაახლოებაა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები