ახალი ამბები
გორში ბერიკები გამოჩნდნენ
დღეს, დილით, გორის საკათედრო ტაძართან ბერიკები გამოჩდნენ, რომლებიც მძღოლებს შესაწირს სთხოვდნენ.

მათი განცხადებით, შეგროვებულ თანხას გაჭირვებულებს მოახმარებენ.

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში დაცული ცნობების მიხედვით,  ბერიკაობა და ყეენობა ოდითგან ყველიერის კვირაში იმართებოდა. 

ყველიერის დღეები დიდმარხვის წინა კვირას ემთხვევა. 

ბერიკაობა იწყებოდა მტრის მიერ სოფლის აწიოკებისა და ხარკის აკრეფის წარმოსახვით, რასაც თან ახლდა სიმღერა და საკრავიერი მუსიკა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები