ახალი ამბები
გრიპის ვირუსის პიკის დროს პაციენტები ,,ტამიფლუს" უფასოდ მიიღებენ
"საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.

ამის შესახებ სტატიას ,,ბიზნეს მედია ჯგუფი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, "პრეპარატი თავიდანვე აქამდეც მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის - პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.

მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას,"- ნათქვამია მთავრობის პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფთიაქებში "ტამიფლუს" ღირებულება 68 ლარია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები