ახალი ამბები
ტყვიავის საავადმყოფოში ღორის გრიპის შემთხვევები არ დაფიქსირებულა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის სამედიცინო ცენტრში, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს და მის მოსახლეობას ემსახურება, ღორის გრიპის ვირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ qartli.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა ზურაბ ჯალაბაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამბულატორიებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზეც, შესაძლებელია აღინიშნოს, რომ მოსახლეობაში სიმშვიდეა.

,,ჩვენთან ამ კუთხით პრაქტიკულად არაფერი ხდება და სიმშვიდეა. საავადმყოფო ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას და გრიპის ვირუსთან დაკავშირებით არც დაგვჭირვებია 24-საათიან რეჟიმზე გადასვლისასთვის დავალების გაცემა" - აღნიშნავს ზურაბ ჯალაბაძე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები