ახალი ამბები
H1N1 ვირუსით დღეს კასპელი მამაკაცი გარდაიცვალა
61-წლის მამაკაცი, რომელიც თბილისში ღუდუშაურის საავადმყოფოში იწვა და გრიპის ვირუსის სიმპტომები ახასიათებდა, გარდაიცვალა.

მამაკაცს შარქიანი დიაბეტი ჰქონდა. ის ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, შემდეგ ფილტვების გართულებული მდგომარეობის გამო, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

61-წლის დავით დალაქიშვილს H1N1-ის ვირუსი აღმოაჩნდა. მის გადასვენებას კასპში ელოდებიან.

„ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს სამწუხაროდ 15 გარდაცვალების შემთხვევა. საქართველოსთვის ეპიდემიური ზღვარი გახლავთ 450-500 (დაავადებულთა რაოდენობა), რომელიც ჩვენ რამოდენიმეჯერ გვქონია. ყოფილა 2009-2010 წელს, როცა მაჩვენებელი ადიოდა 1500-1800. არ იქნება ნახტომისებური ზრდის დინამიკა, შეიძლება პირიქით, იყოს კლების დინამიკა,“ - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები