ახალი ამბები
გზა ცხინვალის უნივერსიტეტიდან გორის უნივერსიტეტამდე
2019 წლის 15 იანვარს გორის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ეყოლება. აკადემიური საბჭოს წევრებს ორი არჩევანი აქვთ - ალექსანდრე მღებრიშვილი და კახა ტოლიაშვილი. ამათგან, ალექსანდრე მღებრიშვილი მოქმედი რექტორის, გიორგი სოსიაშვილის მოადგილეა. კახა ტოლიაშვილი კი იმ აკაკი ტოლიაშვილის შვილი, რომელსაც რექტორის არჩევნებში მონაწილეობა 2014 წელს სურდა, ხოლო 2007 წელს ცდილობდა ცხინვალის უნივერსიტეტის გადარჩენას.

ამჟამინდელი რექტორი გიორგი სოსიაშვილი 8-წლიან მმართველობას ასრულებს. ის 2012 წელს, შემდეგ მეორე ვადით 2014 წლის აირჩიეს. უფრო ადრე გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო.

მოადგილე ალექსანდრე მღებრიშვილი გორის უნივერსიტეტში უფრო დიდი ხანია მუშაობს. სოსიაშვილს მღებრიშვილი უნივერსიტეტში დახვდა.

ამჟამინდელი კანდიდატიები - მღებრიშვილი და ტოლიაშვილიც ცხინვალის ყოფილი უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან. ცხინვალის უნივერსიტეტი 2007 წელს გაუქმდა და პერსონალი გორის უნივერსიტეტში გადავიდა. ორი უნივერსიტეტის ,,შერწყმას“ კატეგორიულად ეწინააღმდეგობა აკაკი ტოლიაშვილი (კახა ტოლიაშვილის მამა).

ტოლიაშვილების გზა

ტოლიაშვილები 2007 წლამდე ცხინვალის (დევნილ) უნივერსიტეტში მუშაობდნენ. აკაკი ტოლიაშვილი იყო პრორექტორი, მისი მეუღლე - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. შვილები - ბექა და კახა ტოლიაშვილები კი, ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებათა კანდიდატები.

2007 წელს ცხინვალის უნივერსიტეტის რექტორმა ზაზა ცოტნიაშვილმა (ასევე დევნილი) დაიწყო განათლების მაშინდელი მინისტრის, კახა ლომაიას რეფორმის განხორციელება და საფუძველი ჩაუყარა ცხინვალის უნივერსიტეტის შერწყმას გორის უნივერსიტეტთან.

ამ პროცესს შეეწინააღმდეგა პრორექტორი აკაკი ტოლიაშვილი და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. სანაცვლოდ, აკაკი ტოლიაშვილი გაათავისუფლეს, ასევე, გაათავისუფლეს ცოლიც და შვილებიც. დაპირისპირება აკაკი ტოლიაშვილსა და ზაზა ცოტნიაშვილს შორის სასამართლოში გადაინაცვლა. 2013 წელს აკაკი ტოლიაშვილმა თავი აღიდგინა, თუმცა ცხინვალის უნივერსიტეტი აღარ არსებობდა. სამაგიეროდ, გორის უნივერსიტეტში მისცეს საათები, თუმცა იმავე წელს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა გაათავისუფლა.

აკაკი ტოლიაშვილი ოჯახთან ერთად 1992 წლამდე ცხოვრობდა ცხინვალში, შემდეგ დევნილობისას საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ქსუისში. 2008 წლის ომის დროს კი, ეს სოფელიც დაკარგა.

რაც შეეხება მის შვილს, კახა ტოლიაშვილს, ის, ამჟამად, ტელეკომპანია ,,დიას“ თანამშრომელია და საავტორო გადაცემის ავტორია. მანამდე ,,გირჩის“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. 2013 წლამდე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, 2014 წელს იყო გორის მუნიციპალიტეტის თემის გამგებლის კანდიდატი.

კახა ტოლიაშვილის გეგმები

კახა ტოლიაშვილი ამჟამად ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ გორის უნივერსიტეტს სისტემური ცვლილებები ჭირდება. მისი სამოქმედო გეგმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დამსწრე პირებმა მოისმინეს. ყურადღებას ამახვილებს პროფესორ-მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების გაზრდაზე, ასევე, უცხოურ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე და უნივერსიტეტის შიგნით მეცნიერული შრომის გააქტიურობაზე. მისი კონკურენტი ალექსანდრე მერებაშვილი კი, საზოგადოების წინაშე სამოქმედო გეგმით არ წარმდგარა. მან გვითხრა, რომ სამოქმედო გეგმას არჩევის შემთხვევაში გააცნობს საზოგადოებას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები