ახალი ამბები
პოლიციამ ხიდისთავში გზა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა
დაახლოებით ნახევარსაათიანი მოლაპარაკების მიუხედავად ხიდისთავის მოსახლეობამ (ჩინეთის უბანი) მთავარი მაგისტრალი არ გაათავისუფლა, რის გამოც პოლიციამ ძალის გამოყენებით ისინი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა.

ადგილობრივი მოსახლეობა გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ 27 დეკემბრის შემდეგ, ჩინეთის უბანს წყლის მიწოდება შეუწყდა. ამის მიზეზს qartli.ge-ც არკვევს.

შეგახსენებთ, გასულ წელს სოფელ ხიდისთავში წყლის რეაბილიტაცია განხორციელდა. აქცია დღეს 14 საათზე დაიწყო. ატენი-გორი-ხიდისთავის გადასახვევზე მოსახლეობა გუბერნატორს ელოდება.

იხ. გაგრძელება

2-წლიანი რეაბილიტაციის შედეგად წყალი ,,ჩინეთის უბანს" შეუწყდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები