ახალი ამბები
Qartli.ge აცხადებს კონკურსს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ვებ-პორტალისთვის Qartli.ge აცხადებს კონკურსს გორის ოფისში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მულტიმედია და დოკუმენტალისტიკა;

სტაჟირების პროგრამა ერთთვიანია. შერჩეული კანდიდატები შეისწავლიან: ინფორმაციის წყაროებთან, მონაცემთა ბაზებთან მუშაობას; ინფორმაციის გამოთხოვას სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და დამუშავებას; ახალი ამბების, გრძელვადიანი თემების მოძიებას, საკითხების შერჩევას; წინასწარ დაგეგმვას; ფოტო-ვიდეო გადაღებას; მონტაჟს; ტექსტის წერას; ახალი ამბებისა და მულტიმედია რეპორტაჟების მომზადებას; დოკუმენტალისტიკას.

დაინტერესებულმა პირებმა CV სამოტივაციო წერილთან ერთად გამოგზავნეთ e-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით.

სამოტივაციო წერილში უნდა განმარტოთ, რატომ გსურთ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა.

პრიორიტეტი მიენიჭებათ ახალგაზრდებს ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტიდან, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან.

შერჩეულ კანდიდატებს იანვრის ბოლოს ჩაუტარდებათ გასაუბრება. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სამუშაო დღეები და საათები განისაზღვრება წინასწარ, ინდივიდუალურად, მონაწილეებთან შეთანხმებით.

სტაჟირების დასრულების შემდეგ Qartli.ge განიხილავს დასაქმების შესაძლებლობას.

Qartli.ge აშუქებს რეგიონში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს ახალი ამბებისა და რეპორტაჟების საშუალებით; ხელს უწყობს სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარებას; მონიტორინგს უწევს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები