ახალი ამბები
,,რძალი და მული ერთმანეთს არ უნდა მიუახლოვდნენ" - გორის პატრულის შემაკავებელი ორდერი
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახური ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერი რძალსა და მულს გამოუწერეს. ინციდენტი კომბინატის დასახლებაში მოხდა.

 


ორდერის მიხედვით, ქალბატონებს აეკრძალათ ერთმანეთთან მიახლოება, თუმცა ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2018 წლის 1 იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, შს სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, ოჯახური ძალადობის 4 833 ფაქტი გამოავლინა.

აქედან ყველაზე მეტი შემთხვევა მაისში 544, ხოლო ყველაზე ნაკლები შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა - 358.

Print

სტატიის გამოყენების პირობები