ახალი ამბები
არქეოლოგიურ მასალებს ღვინის ნაშთების გამოსავლენად ბიოქიმიური ტესტირება ჩაუტარდებათ
2019 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ვაზის ნაშთებს მოლეკულური გენეტიკის მეთოდებით შეისწავლიან, ხოლო არქეოლოგიურ მასალებზე ბიოქიმიური ტესტირება ჩატარდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ის სამეცნიერო ჯგუფები, რომლებიც ქართული ვაზის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველო 2014 წლიდან მუშაობენ, 2019 წელს სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობს.

მაგალითად, 2019 წლისათვის სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტო ანალიზს ჩაუტარებს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთებს, სწორედ, მოლეკულური გენეტიკის მეთოდებით.

,,მოხდება მათი შედარება საქართველოს აბორიგენულ ვაზის ჯიშებთან და ველური ვაზის ფორმებთან ვაზის დომესტიკაციისა და მსოფლიოში გავრცელების თეორიის დადასტურების მიზნით; ჩატარდება არქეოლოგიურ მასალის ბიოქიმიური ტესტირება (ეგრეთწოდებული „ბიო-მოლეკულური არქეოლოგია“) მათზე ღვინის ნაშთების აღმოჩენის მიზნით, როგორც პირდაპირი დადასტურება საქართველოში მეღვინეობის უძველესი პრაქტიკის არსებობის შესახებ" -წერია ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მიერ შედგენილ წერილში.

2019 წლის განმავლობაში გეგმავენ კვლევის სხვა თანამედროვე მეთოდების გამოყენების ხელშეწყობას არა მარტო არქეოლოგიაში, არამედ ისტორიაში, ამპელოგრაფიაში, მევენახეობა - მეღვინეობაში, მოლეკულურ გენეტიკაში, ეთნოგრაფიაში და სხვა მეცნიერებებში, როლებიც უკავშირდებიან ვაზისა და ღვინის ისტორიას საქართველოში.

სააგენტოს წარმომადგენლები ეცდებიან მონაწილეობა მიიღონ არქეოლოგიურ გათხრებში ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული ახალი არტეფაქტების მოპოვების მიზნით, ლიტერატურული წყაროების მოძიებაში, შეკრებასა და შემდეგ ბროშურებისა და ჟურნალების სახით მათ გამოცემაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები