ახალი ამბები
ატენის სიონთან საპირფარეშოები განთავსდება და პარკინგი მოეწყობა
2019  წელს ატენში, სიონის მიმდებარედ იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, განთავსდება საპირფარეშოები და საპარკინგე სივრცე.

ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ამ მიზნით, დღეს, ატენის სიონში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები