ახალი ამბები
,,ვარშავაში სასწავლებლად გათვალისწინებული 6-ადგილიანი კვოტა გორის უნივერსიტეტში არ ივსება"
გორიდან ვარშავის უნივერსიტეტში სწავლების მსურველთა რიცხვი მცირეა. ამის შესახებ ქართულ-პოლონური ურთიერთობის ცენტრის წარმომადგენელმა, სოფო რეზრიჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კვოტა, რომელიც ვარშავის უნივერსიტეტმა გორისთვის გაითვალისწინა, არ ივსება. სოფო რეზრიჩენკო რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

,,ამის მიზეზი ენის ბარიერია, რადგან კვირაში მხოლოდ ერთი დღე აქვთ პოლონური ენის შემსწავლელი ლექცია. მანდაც ინგლისური ენის ფილოლიგიის სტუდენტები არიან, ესეც იმიტომ, რომ პოლონური ენა მათთვის სავალდებულო საგნად ითვლება." - აღნიშნავს სოფო რეზრიჩენკო.

2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს (6 ადგილი) შეუძლიათ 1-წლიანი სტაჟირება გაიარონ ვარშავის უნივერსიტეტში. პოლონურ ენას გორის უნივერსიტეტის სტუდენტები ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრში სწავლობენ. ეს ცენტრი 2015 წელსვე გაიხსნა.

ფოტოზე: გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც სტაჟირება ვარშავაში გაიარეს.

იხ. გაგრძელება:

გორის უნივერსიტეტის რექტორი ქართულ-პოლონური ცენტრის დირექტორის განცხადებას ეხმაურება

Print

სტატიის გამოყენების პირობები