ახალი ამბები
სად არის გორის ციხისთვის ჩამოტანილი დიდი დროშა?
დღეს, 14 იანვარს, გორის ციხეზე დიდი ეროვნული დროშა არ გამოფინეს. აღნიშნული დროშა გორში ჯერ კიდევ 3-წლის წინ, 2016 წელს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ჩამოიტანეს.

ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წევრი ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ დროშა გორში აღარ იმყოფება. ,,როგორც ვიცი, მაშინ ორგანიზატორებმა ისევ თბილისში წაიღეს" - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

2016 წელს კი, 11 ივლისს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენლებმა ეროვნული დროშა გორის ციხეზე გამოფინეს. მერიამ ნაციონალური მოძრაობის წევრებს მაშინ დროშა ჩამოახსნევინა.

დღეს, საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინიციატივით, ეროვნული დროშები გამოფინეს სახელმწიფო ორგანიზაციების ფანჯრებიდან.

საბჭომ ასევე მოქალაქეებს მოუწოდა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით საკუთარი სახლის აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.

1. ფოტოზე - 2016 წლის 11 ივლისი, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დროშა გამოფინეს.




2. ფოტო - გორის ციხე, 14 იანვარი, საქართველოს დროშის დღე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები