ახალი ამბები
მოსამართლემ ფეხში დაჭრის ფაქტზე მკვლელობის მცდელობა გამორიცხა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში  მომხდარ დაჭრის ფაქტზე  მოსამართლემ მკვლელობის მცდელობა გამორიცხა. ამის შესახებ qartli.ge-ს ადვოკატმა ზაზა გიგაურმა განუცხადა.

მისი თქმით, მოსამართლემ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა მკვლელობის მცდელობა საერთოდ გამორიცხა.

თანასოფლელებს შორის დაწყებული ჩხუბი სოფელ უბრნისში აღდგომას მოხდა.  ფეხის არეში მიყენებული დაზიანების ფაქტზე, ქარელის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ამავე სოფელში მცხოვრები ერთი პირი დააკავეს.

წარდგენილი ბრალის მიხედვით, მამაკაცი ორი მუხლით - მკვლელობის მცდელობა და იარაღის ტარება გასამართლდა. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, თანასოფლელებს შორის ინციდენტი ვალის გამო, მოხდა.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გახლავთ 2008 წლის ომის გმირი. მაშინდელმა მინისტრმა დაასაჩუქრა კიდეც. მრავალშვილიანია. მისი შვილები წარჩინებით სწავლობენ. ამჟამად, ჰქონდა ვალი, სულ რაღაც 800 დოლარზეა საუბარი. აპირებდა სახლის გაყიდვას, მაგრამ ვერ გაყიდა. მევალემ ვალი მოსთხოვა კვირა დღეს, მაგრამ აღდგომის გამო, მასთან შეხვედრას აარიდა თავი. მერე მაინც უნახავს, უთქვამს, რატომ მემალებიო და ამას მოჰყოლია დაპირისპირება." - აცხადებს ადვოკატი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები