ახალი ამბები
კასპში თეატრალური წარმოდგენები 1876 წელს დაიდგა
კასპის თეატრალური წარმოდგენის შესახებ ინფორმაცია გაზეთში ,,დროება" 1876 წელს გამოქვეყნდა. ამის შესახებ მასალას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის წარმომადგენელმა ვანო ჯახუამ მიაკვლია.

მისი ცნობით, ,,დროების" 1 აგვისტოს ნომერში, სწორედ, ამ წარმოდგენების შესახებაა საუბარი, სადაც აღნიშნულია, რომ ივლისის 25-ს ახალგაზრდა ქალ-ვაჟებმა ორი პიესა წარადგინეს, თუმცა რუსულ ენაზე. ,,დროება" სინანულს გამოთქვამდა, რომ ვოდევილები თითო-ოროლა ადამიანისთვის იყო გასაგები.

ქართული თეატრის დღეა. ქართული პროფესიული თეატრი დააარსა და მისი იდეური, შემოქმედებითი მრწამსი განსაზღვრა პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა. პირველი წარმოდგენა კი გაიმართა 1850 წლის 2 (14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სცენისმოყვარეთა ძალებით, ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მისივე პიესა „გაყრა“.

„ქართლის სოფელ კასპიდამ გვწერენ, რომ ივლისის 25-ს აქ ახალგაზრდა ქალ-ვაჟებმა ორი პიესა წარმოადგინეს თითო მოქმედებანი ვოდევილები, ერთი გრ. სოლლოგუბისა „Беда от нежного сердца“ და მეორეც გრიგორიევისა „Горе оть тещи, или женись да оглядывайся“. წარმოდგენა კარგი იყოვო, გვწერს ჩვენი კორრესპონდენტი, მაგრამ რა? ეტყობათ, მარტო თავიანთვის არდგენდნენო, რადგან, იმათ გარდა, მაყურებლებში ორ-სამს თუ ესმოდა რუსული ენაო და დანარჩენი მაყურებლები, მხოლოთ ზრდილობისათვის, იცინოდნენო და ისიც მაშინ, როცა რუსულის მცოდნენი გაიცინებდნენო. როგორ იამებათ, მართლა, ზოგიერთ რუსებს, როცა შეიტყობენ, რომ შუაგულ საქართველოს სოფელსში კასპში რუსულ წარმოდგენებსა მმართვენო!“" - აღნიშნულია გაზეთში.

მთავარ ფოტოზე: ქალბატონები  სოფელ ქვემო ჭალიდან, კასპის ციფრული მატიანე

Print

სტატიის გამოყენების პირობები